"ფლანგვის დეტექტორი": კალაძეს და მდინარაძეს FB-მა სარეკლამო პოსტები გაუუქმა

25.06.24 16:24
"ფლანგვის დეტექტორი": კალაძეს და მდინარაძეს FB-მა სარეკლამო პოსტები გაუუქმა

კახა კალაძეს და მამუკა მდინარაძეს FB-მა სარეკლამო პოსტები გაუუქმა - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

როგორც "ფლანგვის დეტექტორი" წერს, 2020-დან 2024 წლამდე კახი კალაძესა და მამუკა მდინარაძეს Facebook-ზე პოსტების დასპონსორებაში ჯამში $74 ათასი აქვთ გადახდილი.

Facebook-მა მამუკა მდინარაძის სტატუსი წაშალა, სადაც დეპუტატი მოსახლეობას არწმუნებდა, რომ რუსული კანონი გამჭვირვალობას ემსახურება.

რაც შეეხება კალაძის სტატუსს, ის Facebook-მა წაშალა, რადგან სოციალური ქსელის სტანდარტებს ეწინააღმდეგობოდა.

მმართველი პარტიის წევრები მნიშვნელოვან თანხას ხარჯავენ Facebook-ზე პოსტების დარეკლამებაში.
💸 2020-დან 2024 წლამდე კახი კალაძესა და მამუკა მდინარაძეს Facebook-ზე პოსტების დასპონსორებაში ჯამში $74 ათასი აქვთ გადახდილი.
🔻 მამუკა მდინარაძის პოსტი, რომელიც მოსახლეობას არწმუნებდა ე.წ. “რუსული კანონის” ევროპულობასა და გამჭვირვალობაზე, Facebook-მა დარეკლამებისას დაბლოკა. 
🔻 კახა კალაძემ 200 აშშ დოლარი გადაიხადა ვიდეო მიმართვის დასპონსორებითვის, რომელიც არასახელისუფლებო მედიებს აკრიტიკებდა. 
❗ Facebook-მა თბილისის მერსაც წაუშალა პოსტზე რეკლამა, რადგან სოციალური ქსელის სტანდარტებს ეწინააღმდეგობოდა," - წერს "ფლანგვის დეტექტორი".