საქართველოს არ სურს, ის გამოიყენონ პლაცდარმად რუსეთისთვის საფრთხის შესაქმნელად - "ოცნების" მორიგი ქება რუსეთიდან
საქართველოს არ სურს, ის გამოიყენონ პლაცდარმად რუსეთისთვის საფრთხის შესაქმნელად - ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერი საუბრობს. რუსეთის ხელისუფლება 'ქართულ ოცნებას" მორი ჯერზე აქებს. ალექსეი ოვერჩუკი ამბობს, რომ საქართველო მეზობელ სახელმწიფოსთან მშვიდობიანი თანაცხოვრებსკენ იღწვის.
თუ საქართველოს შევხედავთ, სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ცდილობს მშვიდობიანად იცხოვროს მეზობლებთან. მათ ესმით, რომ არ სურთ გამოიყენონ როგორც პლაცდარმი რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხის შესაქმნელად, - ამბობს ოვერჩუკი.