"ვულოცავთ უკრაინასა და მოლდოვას. ჩვენო მეგობრებო საქართველოში, ეს შეიძლებოდა თქვენ ყოფილიყავით" - ფიშერი
"ჩვენო მეგობრებო საქართველოში, ეს შეიძლებოდა თქვენ ყოფილიყავით" - ასე ეხმაურება გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი უკრაინასთან და მოლდოვასთან EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას და საქართველოსთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს.
ვულოცავთ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. ჩვენო მეგობრებო საქართველოში, ეს შეიძლებოდა თქვენ ყოფილიყავით," - წერს ფიშერი.