როთი: სამწუხაროდ, ანტიევროპული მთავრობა ბლოკავს საქართველოს ბრიუსელთან დიდი ხნით დაგვიანებულ მოლაპარაკებების გახსნას
"სამწუხაროდ, ანტიევროპული მთავრობა ბლოკავს საქართველოს ბრიუსელთან დიდი ხნით დაგვიანებულ მოლაპარაკებების გახსნას," - ამ განცხადებას გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი აკეთებს.
როთი სოციალურ ქსელში ეხმაურება უკრაინასა და მოლდოვასთან EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას და ამბობს, რომ დასავლეთ ბალკანეთთან შეცდომებზე უნდა ისწავლონ.
უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები საბოლოოდ იწყება. სამწუხაროდ, ანტიევროპული მთავრობა ბლოკავს საქართველოს ბრიუსელთან დიდი ხნით დაგვიანებულ მოლაპარაკებების გახსნას. დასავლეთ ბალკანეთთან შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ: საბოლოოდ გვჭირდება მეტი სისწრაფე, ამბიცია და ზუსტი საგზაო რუკა. გაფართოება ცარიელი დაპირება კი არა, არამედ მიღწევადი მიზანი უნდა იყოს. თუ მონტენეგრო გააგრძელებს სწრაფად რეფორმირებას, მას შეუძლია 2028 წლისთვის სამუშაო შეასრულოს. გვჭირდება მისაბაძი მაგალითები, რომლებიც სიმამაცეს მოგვცემს დავიჯეროთ, რომ ძალისხმევა ნამდვილად ღირს ამად”, - წერს როთი.