ლარი ისევ გაუფასურდა

25.06.24 17:31
ლარი ისევ გაუფასურდა

ლარი ისევ გაუფასურდა - დოლარის ცვლილებამ 3.26 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8357 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.41 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0410 ლარი გახდა.

ახალი გაცვლითი კურსი ხვალ ამოქმედდება.