40 წლამდე კაცს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ
სამძებრო ოპერაცია მთელს საქართველოში - პოლიცია, ოჯახი და მეგობრები მეშვიდე დღეა 39 წლის ლევან ახალკაციშვილს მთელ ქვეყანაში ეძებენ, თუმცა უშედეგოდ.
ოჯახის ინფორმაციით, ლევან ახალკაციშვილის კვალი სოფელ მარტყოფიდან ქრება, სადაც ის ბოლოს დედამ, 11 ივნისს,სახლიდან გასვლის დროს ნახა და მას შედეგ გაუჩინარებულია.