კაცმა, რომელიც ყოფილ ცოლზე ძალადობდა, პოლიციელი დაჭრა - რა მოხდა ქობულეთში?

25.06.24 17:59
კაცმა, რომელიც ყოფილ ცოლზე ძალადობდა, პოლიციელი დაჭრა - რა მოხდა ქობულეთში?

ქობულეთში პოლიციელი დაჭრეს - შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა სამარათალდამცავი ძალადობის შემთხვევაზე ერთ-ერთ ოჯახში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა. 

ირკვევა, რომ პოლიცია ქალმა გამოიძახა, რომელსაც თავის მხრივ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ყოფილი ქმარი მიუვარდა.

კაცმა ადგილზე მისულ პოლიციას ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. დაშავებულს სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს, მან კლინიკა დატოვა. "პირველებისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, მიყენებული ჭრილობა სიციცხლისთვის შეუთავსებელი არ არის. 

თავმდასმხელი უკვე დაკავებულია.

გამოძიება 353-ე პრიმა მუხლის დაწიყო, რაც სამართალდამცავზე თავდასხმას გულისხმობს.