39 წლის ლევან ახალკაციშვილი იპოვეს
39 წლის ლევან ახალკაციშვილი უჯარმის ტბებთან ცოცხალი იპოვეს. ჯერჯერობით, უცნობია, რა გახდა მისი გაუჩინარების მიზეზი.
მას შვიდი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
ოჯახის ინფორმაციით, ლევან ახალკაციშვილის კვალი სოფელ მარტყოფიდან გაუჩინარდა, სადაც ის ბოლოს დედამ 19 ივნისს სახლიდან გასვლის დროს ნახა.