ხარება, მდინარაძე, ოხანაშვილი, სამხარაძე - ვინ მოხვდა აშშ-ის სანქცირებულთა რიგებში

25.06.24 20:12
ხარება, მდინარაძე, ოხანაშვილი, სამხარაძე - ვინ მოხვდა აშშ-ის სანქცირებულთა რიგებში

ზვიად ხარაზიშვილი იგივე ხარება, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი და დიმიტრი სამხარაძე. ცნობილია იმ 4 ქართველი მაღალჩინოსნის გვარი, რომლებიც ამერიკული  სანქციების ქვეშ იმყოფებიან. "პირველებთან" ერთად სხვა მედია საშუალებების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ მაღლჩინოსნებს შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალათ. შავ სიაში არიან რუსული კანონის აქტიური მხარდამჭერები და განსაკუთრებული სისასტიკით  გამორჩეული სპეცრაზმის შეფი, რომელიც  მშვიდობიან მომიტინგეებს უსწორდებოდა. 

გავრცელებული  ინფორმაციით, ხარებას უკვე მიუვიდა ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინება, რომ ის და მისი ოჯახის წევრები ამერიკაში არასასურველი პირები არიან და შტატების საზღვრის გადაკვეთის უფლება არა აქვთ. ხარებასგან განსხვავებით, მამუკა მდინარაძეს ვიზა საერთოდ არ აქვს, ამიტომ მას ამერიკულ შეზღუდვებს მას შემდეგ განუმარტავენ, როდესაც  საელჩოს მიმართავს ვიზის ასაღებად.

ვინ დასანქცირდა? - ნანუკა ქაჯაია დეტალებით