აქვს თუ არა "ოცნებას" პოლიტიკური გავლენა ფეხბურთზე? - რა კითხვები არსებობს ფეხბურთის ფედერაციასთან

25.06.24 20:29
აქვს თუ არა "ოცნებას" პოლიტიკური გავლენა ფეხბურთზე? - რა კითხვები არსებობს ფეხბურთის ფედერაციასთან

თავის მართლების რეჟიმში გადასული კახა კალაძე. აქვს თუ არა ქართულ ოცნებას პოლიტიკური გავლენა ფეხბურთზე? დღეს "ოცნების" ლიდერი  იძულებული გახდა განმარტებები გაეკეთებინა.  თბილისის მერი ამტკიცებს, რომ ბუდუ ზივზივაძის  გარშემო ატეხილ აჟიოტაჟთან არაფერი აკავშირებს და ის ფედერაციის საქმეებში არ ერევა. თუმცა ცოტა ხნით ადრე კალაძე იმასაც ამტკიცებდა, რომ ქოჩორაშვილი ნაკრებში მისი დამსახურებით მოხვდა. 

პრეტენზიები ფეხბურთის ფედერაციასთან ამით არ მთავრდება. როგორ აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის ვაჟი პრივილეგირებულთა შორის. ფედერაცია ამ დრომდე არ განმარტავს, ვინ შეუშვა ცოტნე ივანიშვილი  მატჩისწინა ღონისძიებაზე, რომელიც ნაკრების წარმომადგენლების  გარდა ყველასთვის დახურულია. კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ცოტნე ივანიშვილმა ხვიჩა კვარაცხელიასთან და გიორგი მამარდაშვილთან ერთად   გადაღებული ფოტო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

კითხვები ფეხბურთის ფედერაციასთან - რუსუდან ჯაბანიშვილი დეტალებით