"ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს
რუსული ოპოზიციური გამოცემის "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტი, ილია აზარი საქართველოში არ შემოუშვეს. ილია აზარი სოციალურ ქსელში დოკუმენტს აქვეყნებს და წერს, რომ საზღვრის კვეთაზე უარის მიზეზი მისთვის გაუგებარია.
უარის დოკუმენტში მონიშნულია გრაფა - არ აკმაყოფილებს საქართველსო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.