ერთიანობა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ - რა წესებზე თანხმდება ექვსი ოპოზიციური პარტია

25.06.24 20:37
ერთიანობა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ - რა წესებზე თანხმდება ექვსი ოპოზიციური პარტია

ერთიანობა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ - ექვსი ოპოზიციური პარტია ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ  ბრძოლის საერთო წესებზე თანხმდება. ერთიანობის დეკლარაცია  ევროპის ყველაზე დიდი  პარტიის  მონაწილეობით  ბრუსელში გაფორმდა. პოლიტიკური ძალები  ხალხის წინაშე იღებენ ვალდებულებას,   რომ არასდროს, არანაირი ფორმით არ ითანამშრომლებენ ქართულ ოცნებასთან. დააჩქარებენ  საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ამომრჩეველს  აძლევენ გარანტიას,რომ ერთი კაცის მმართველობა  ქვეყანაში წარსულს ჩაბარდება.

ეს ის მიზნებია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა  ქართულ ქარტიაში გაწერა.სწორედ ამ დოკუმენტის ირგვლივ ხდება ახლა პარტიების კონსოლოიდაცია, რაც  ივანიშვილის გუნდს მოთმინებას აკარგვინებს. მათ ყველაზე კარგად იციან,რომ არჩევნებზე ხელისუფლების დამარცხების მთავარი პოლიტიკური რეცეპტი სწორედ ერთიანობაა. ამიტომ გაორმაგებული ძალებით ლანძღეს პრეზიდენტი, რომელმაც ამ პროცესებს საფუძველი ჩაუყარა და ყველა  ის ოპოზიციური  ლიდერი, ვინც  საერთო მიზნისთვის გაერთიანება შეძლო.

ოპოზიციის შეთანხმება - ნანუკა ქაჯაია ყველა დეტალით