ექსკლუზიური ინტერვიუ ევროკავშირის მაღალჩინოსანთან - დეტალები EU-ში დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრიდან

25.06.24 20:02
ექსკლუზიური ინტერვიუ ევროკავშირის მაღალჩინოსანთან - დეტალები EU-ში დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრიდან

უკრაინასა და მოლდოვაში ზეიმია, ეს ყველაფერი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის გამო. წესით, საქართველოშიც ეს განწყობა უნდა იყოს, მაგრამ  რისი პერსპექტივაც გვქონდა, ოლიგარქის რეჟიმმა  დაგვაკარგვინა. ახლა ევროკავშირი საქართველოზე მსჯელობს, ოღონდ მხოლოდ ერთ რამეს განიხილავს - "დაუწესოს სანქციები ოცნების ხელისუფლებას".

ევროგაერთიანების ოფიციალური წარმომადგენელი პირველებთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ადასტურებს, რომ ხელისუფლების ოფიციალურ პირებს  სავიზო რეჟიმს უწესებენ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ევროკავშირში აღარ მიიწვევენ  და  მათთან მაღალი რანგის მოლაპარაკებები დაიხურება, და ეს  იქნება პასუხი რუსული კანონისთვის. 

რას ამბობს ევროკავშირის მაღალჩინოსანი  და რა შეზღუდვები განიხილება? -  ინტერვიუ ინა ცარციძემ ჩაწერა