სანქციების ეკონომიკური შედეგი - ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზეა
ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზე - ევროკავშირიდან ფინანსური დახმარების და საკრედიტო ხაზის გაყინვა უკვე დაანონსებულია. ანუ საქართველო ევროპის საინვესტიციო ბანკისგან ვეღარ მიიღებს შეღავათიან სესხებს, რაც ნიშნავს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების გაჩერებას. ევროკავშირის მიღმა დარჩენა კი ავტომატურად გულისხმობს ინვესტიციების შეჩერებას რაც ეკონომიკის განადგურების ტოლფასია.
ამას ემატება ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგების დაცემაც. საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. "ფიტჩის" მონაცემებით, ქვეყნის მაჩვენებლით პოზიტიურიდან სტაბილურზე ჩამოვიდა. უფრო მარტივად, აქამდე თუ პერსპექტივა საქართველოში საიმედოდ გამოიყურებოდა, ახლა ესეც აღარ არის. სარეიტინგო სააგენტოს შეფასებაში პირდაპირ წერია, რომ ამის მიზეზი ოცნების მიერ დამტკიცებული რუსული კანონია, რის გამოც ინვესტორები საქართველოდან გაიქცნენ.