სოფელ ალავერდში ადგილი ჰქონდა შიდა-მასიურ ლოკალურ პროცესს, რაც გამოიხატა ტერიტორიაზე ქარის ხანმოკლე გაძლიერებით - კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
"ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში ადგილი ჰქონდა შიდა-მასიურ ლოკალურ პროცესს, რაც გამოიხატა ტერიტორიაზე ქარის ხანმოკლე გაძლიერებით", - ამ ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შედეგად დაზიანდა ალავერდის როგორც შიდა, ასევე გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ჩართულობით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა”, - წერია ინფორმაციაში.
ამოტრიალებული ავტომობილი, დაზიანებული სახლები და წაქცეული ხეები - ქარიშხალი კახეთში. სტიქია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში დატრიალდა. ფოტოები და ვიოდეოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
კადრებში ჩანს ისიც, რომ ქარიშხალმა ალავერდის ტაძრის სახურავი დააზიანა.