"რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი უფრო ეფექტურია" - რა უჩვენა ოპოზიციურ პარტიებს კვლევამ და როგორ გადაჯგუფდებიან პარტიები?
„ერთიანი სია არ არის ალტერნატიული ფორმულა ივანიშვილის დასამარცხებლად,“ - ამის შესახებ „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა მელია საუბრობს.
მელიას თქმით, ოპოზიციური პარტიები კვლევის საბოლოო შედეგებს ელოდებიან, რის შემდეგაც პარტიებმა უნდა მიიღონ სამოქმედო გეგმაზე გადაწყვეტილება.
„რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი არის ბევრად უფრო ეფექტური ფორმულა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად“, - ამბობს ნიკა მელია და ჟურნალისტის კითხვაზე, დადო თუ არა ეს შედეგი კვლევებმა, პასუხობს, რომ „დიახ, ეს დადო ძალიან მკაფიოდ, არ გადაიხედება ძალიან ბევრი პასუხისმგებლიანი პარტიის მიერ“.
მელია ასევე ამბობს, რომ "უდიდესი სხვაობა იდება რამდენიმე პოლიტიკური ოპოზიციური ცენტრი როდესაც უპირისპირდება ქართულ ოცნებას".
როგორც მელია ამბობს, კვლევის საბოლოო შედეგები მაქსიმუმ 2 დღეში გახდება ცნობილი, თუმცა, გასაჯაროვდება თუ არა, უცნობია.
"როგორც ჩანს გახარიას პარტია იქნება ცალკე. ენმ-ზე არ ვისაუბრებ, არის მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, დათო კეზერაშვილის პარტია, ბევრს აქვს სამართლიანი წუხილი მათთან თანამშრომლობის... მიხეილ სააკაშვილი-მერაბიშვიკლი-კეზერაშვილი მჭიდრო პარტნიორები არიან, 24-საათიან კომუნიკაციაში, ვისაც აქვს სურვილი მიხეილ სააკშვილთან, დათო კეზერაშვილთან და ვანო მერაბიშვილთან იყვნენ წინასაარჩევნოდ პარტნიორებად, კი ბატონო, არც თავს ვესხმით, მაგრამ ეს არის სიმართლე.
პარტია "ახალი" იქნება პლატფორმაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან შედეგს დადებს და ვისთან ერთად ვიქნებით, ვნახავთ.
(ლეიბორისტული პარტიაზე) მისი დეკლარირებული პოზიციაა ისტორიული, რომ ისინი უნდა იყვნენ ყოველთვის ცალკე არჩევნებზე.
პლატფორმა, რომელიც იქნება გამარჯვების მთავარი მამოძრავებელი ღერძი - პარტია "ახალი" სადაც იქნება, ამ კვლევის შედეგებმაც დაგვარწმუნა ამაში, რასაც ვამბობდით მეც და ნიკაც, რომ არჩევნებამდე ეს პარტია გახდება მთავარი ოპოზიციური პარტია.
მე მაქვს კომუნიკაცია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებთან, თუმცა ჩვენ არ გვისაუბრია სიღრმისეულად," - ამბობს ნიკა მელია.
ნიკა მელიას თქმით, ოპოზიციური პარტიები მოსახლეობასთან უნდა გავიდნენ და შეძლონ ამომრჩევლის სრული მობილიზება, მნიშვნელოვანია, რომ ხმები არ დაიკარგოს.
რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ ბუღალტერიაზე საუბარი - ვინ ვის უერთდება, არ უერთდება, რა კონფიგურაცია და ყველანი ხალხთან - არავის ნიშანს არ ვუგებ, ყველანი ხალხთან, საჭიროებაა.
რუსული კანონი არის ანტისახელმწიფოებრივი? - არის. რუსეთი არის მტერი? - არის. მაგრამ არ არის ეს მხოლოდ საკმარისი იმისთვის, რომ დაირაზმოს, მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე მოვიდეს არჩევნებზე და ხმა მოგვცეს ჩვენ, სხვა საკითხებიც აინტერესებთ,. თუ ჩვენ ახლა სტუდიებიდან არ გავედით, დავიწყეთ. აქ ჩანაწერიც გაკეთდა, რომ ყველამ საკუთარი განცხადება საბოლოოდ უნდა მიიღოს და 8 ივლისია ბოლო ვადად.
პარტია „ახალისთვის“ მთავარია, რომ არ დაიკარგოს ხმა, ამავე დროს იდენტობა პარტიებს ჰქონდეს და მთავარი, არჩევანი ჰქონდეს ამომრჩეველს ოპოზიციურად განწყობილს.
ვიცით, რომ მიმდინარეობდა კვლევა ყველა პარტიასთან შეთანხმებული - არასამთავრობო ორგანიზაციებიც ამაში თუ არა, საერთოდ ლიდერები, კვლევა ჩატარებულიყო და კვლევით გაგვეგო, რა ცნობები მოვა - ერთიანი სია, ყბადაღებული, იმუშავებს თუ არა, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს არ იმუშავებდა. კვლევის შედეგები მუშავდება, ხვალ-ზეგ ეს ყველასთვის ცნობილი იქნება, დამკვეთი გადაწყვეტს, გაასაჯაროვოს თუ არა ყველა პარტია ჩამოყალიბდება. მე მაქვს ინფორმაცია, არ მაქვს უფლება ამის გასაჯაროების. ჩვენი პარტია „ახალის“ და სხვების პროგნოზი გამართლდა - ერთიანი სია არ არის ალტერნატიული ფორმულა ივანიშვილის დასამარცხებლად,“ - ამბობს ნიკა მელია.