ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც "პირველებს" განუცხადეს, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული და მას ოპერაცია ამ წუთებში უტარდება.
შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.