7-8-ჯერ აქვთ ნასროლი მძიმე საგანი, ტროტუარის რემონტის შემდეგ მორჩენილი ქვებია ნასროლი - ხომერიკი
"7-8-ჯერ აქვთ ნასროლი მძიმე საგანი. ქვებია ნასროლი, ტროტუარის რემონტის შემდეგ მორჩენილი ქვებია ნასროლი," - ამ განცხადებას ფოთის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფოთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით ხომერიკი აკეთებს.
ხომერიკი ფოთში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევაზე საუბრობს და ამბობს, რომ გამიზნულად არის ფასადი დაზიანებული და მინები ჩამსხვრეული. ის გამოძიებას არ ენდობა, რადგან თვლის, რომ ეს ქმედებები ხელისუფლების წახალისებულია.
მოვედით ოფისში, გარედან მაინც და მაინც არ ეტყობოდა, მაგრამ შიგნით შესვლის შემდგომ ფანჯრები დაგვხვდა ჩამსხვრეული. ეს არ არის შემთხვევითობა, ან უამინდობის ბრალი, ფანჯარას აქვს ორმაგ მინა და რამდენჯერმე ძლიერად აქვთ ნასროლი მძიმე საგანი, რის შემდეგად დაიმსხვრა ფანჯრები. ცენტრალური ქუჩაა, ყველგან კამერები აყენია და არ უნდა გაუჭირდეთ იმის ნახვა, თუ ვინ გააკეთა ეს, მაგრამ არ მაქვს გამოძიების იმედი, რადგან ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ არის წახალისებული,“ - ამბობს ხომერიკი.
ფოთში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს. ვრცელდება დარბეული ოფისის ფოტოები - ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.