ქართული კოშმარით ევროპული ოცნება დასრულდა - როთის მიმართვა
"26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლები გადაწყვეტენ, შეაჩერონ ევროკავშირის პერსპექტივა თუ გააგრძელონ ევროპული გზა" - ამის შესახებ ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ზე წერს.
როთი "ქართული ოცნების" დეზინფორმაციულ კამპანიაზეც ამახვილებს ყურადღებას:
საქართველოში მმართველი პარტიის დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, ერთი რამ ცხადია: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლები გადაწყვეტენ, შეაჩერონ ევროკავშირის პერსპექტივა თუ გააგრძელონ ევროპული გზა. ქართული კოშმარით ევროპული ოცნება დასრულდა"- წერს მაღალჩინოსანი.