"სამარცხვინო ქმედებაა, თავი არ გამოეყოფათ" - ზარქუა აშშ-ს სანქციებზე

26.06.24 11:55
"სამარცხვინო ქმედებაა, თავი არ გამოეყოფათ" - ზარქუა აშშ-ს სანქციებზე

"ქართული ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ ამერიკული სანქციები მათი წინააღმედგ არ არსებობს. ირაკლი ზარქუა ირწმუნება, რომ მსგავსი შინაარსის შეტყობინება არ მიუღია.

ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი თავს ისევ სტრატეგიულ პარტნიორებს ესმის და ამბობს, რომ ისინი მათთან მიმართებით სამარცხვინოდ იქცევიან და "გარეთ თავი არ გამოეფათ".  


არ მგონია, ეს სწორი ინფორმაცია იყოს. რატო უნდა მოვიკითხო, არც მომიკითხავს და მე ჩემზე გეუბნებით, ყველა ხომ სანქციის ქვეშ ვართ? მეც მოვაწერე იმ ქართულ კანონს ხელი, რომელიც იცავს ჩვენს სუვერენიტეტს, თავისუფლებას და გამოგვიცხადეს, რომ ყველა ვართ დასანქცირებული. მე არ მიმიღია მესიჯი, დღემდე მგონია, რომ არ ვარ დასანქცირებული. სამარცხვინო ქმედებაა, ერთი ხელით ეუბნებოდე, რომ მთავარი პარტნიორი ხარ და მეორე ხელით ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას, რომელმაც კანონი მიიღო, ამის გამო ასანქცირებდე. ეს არის სამარცხვინო და მიუღებელი და პირიქით, თუ ასეთი გააკეთეს, უნდა დამალოს, უნდა ელჩმაც დამალოს და სხვებმაც, რომ სირცხვილით თავი არ გამოყონ გარეთ. მე მგონია, რომ ჩვენ კი არა, მთელი საქართველო ჰყავთ დასანქცირებული, იმიტომ, რომ რამდენი წელია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან და უვიზო მიმოსვლა არ აქვთ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ ჯანდაბას, მოქალაქეებს მაინც მოუხსნან სანქცია, - ამბობს ზარქუა. 
 

"ოცნების" დასანქცირებული დეპუტატებიდან არავინ აღიარებს, რომ შტატების შავ სიაში არიან. მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, დიტო სამხარაძე და ზვიად ხარაზიშვილი - 30 დასანქცირებული პირიდან 4-ის ვინაობა უკვე ცნობილია. მედიის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები არა მხოლოდ დეპუტატებს და სპეცრაზმის შეფს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც ეხებათ.