ალავერდის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ვითარება საგანგებოა - მეუფე დავითი

26.06.24 11:47
ალავერდის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ვითარება საგანგებოა - მეუფე დავითი

ალავერდის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ვითარება საგანგებოა და სპეციალისტების დასკვნას საჭიროებს - ინფორმაციას აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი ავრცელებს. 

ირკვევა, რომ დაზიანებულია ალავერდის ტაძრის სამეუფო რეზიდენცია და სიძველეთსაცავიც.

მდგომარეობა საგანგებოა. ქარბორბალას ძალიან ძლიერი დარტყმა იყო გუმბათზე, ამიტომ სპეციალისტებმა უნდა ნახონ, ხომ არ არის თვალით უხილავი ბზარები. დაზიანებულია სამრეკლოც, მონასტრის შიგნით ინფრასტრუქტურაც. ეს ეხება მონასტრის ყველა ნაგებობას, ისტორიულსაც და ძველს. სპეციალისტებისგან საჭიროა დასკვნის გაკეთება, რათა შემდეგ დაინიშნოს სარესტავრაციო სამუშაოები“,- აცხადებსმეუფე დავითი.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩავიდნენ.  ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

სოფელ ალავერდს ქარიშხალმა გუშინ გადაუარა.  დაზიანდა ავტომნობილები და სახლების სახურავებიც. მსუბუქად დავავდა 2 პირი.