ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და სამხედროებს შეხვდა. ზელენსკი, ქალაქ პოკროვსკიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს პირადად წარუდგინა გაერთიანებული ძალების ახალი მეთაური, გენერალი გნატოვი.
ზელენსკი დონეცკში გენშტაბის ხელმძღვანელთან, ალექსანდრ სირსკისთან ერთად იმყოფებოდა.