ეტყობა, ცხენებით გამოუშვეს და ორ კვირაში მოვა - დავითულიანი აშშ-ს სანქციებზე

26.06.24 12:01
ეტყობა, ცხენებით გამოუშვეს და ორ კვირაში მოვა - დავითულიანი აშშ-ს სანქციებზე

 "აბსურდი და სისულელე", - ასე აფასებს "ქართული ოცნება" აშშ-ს მიერ მათ წინააღმეგ დაწესებულ სანქციებს. ბექა დავითულიანი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების წარნმომადგენლებს დასანქცირებასთან დაკავშირებით შეტყობინება არ მისვლიათ. 

როცა გამოდიხარ და ამბობს, რომ სანქცირება მოვახდინე 25-დან 34 კაცამე, ეს არის დიდი აბსურდი და სისულელე. ან 25-ის მოახდინე ან 34-ის, ან არცერთის არ მოგგიხდენია და ამის მერე შემოგხედავთ და რომელიც არ მომეწონებით, იმას დაგასანქცირებთ თუ დამჭირდა. ოქეი, ასე არასეროზულად თუ იქცევიან, მოიქცნენ, ასე გააგრძელონ. შეტყობინება დაიგზავნაო, ამბობს ერთი პირი და ადრესატს, ვისაც უნდა მისვლოდა, არ მისვლია. ე.ი., ცხენებით გამოუშვეს და ორ კვირაში გემიდან ცხენი რომ გადმოვა და მერე ჩამოაღწევს ბათუმიდან თბილისამდე, მოვა. მეილზე შეტყობინება არავის მისვლია, - ამბობს ბექა დავითულიანი. 

"ოცნების" დასანქცირებული დეპუტატებიდან არავინ აღიარებს, რომ შტატების შავ სიაში არიან. მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, დიტო სამხარაძე და ზვიად ხარაზიშვილი - 30 დასანქცირებული პირიდან 4-ის ვინაობა უკვე ცნობილია. მედიის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები არა მხოლოდ დეპუტატებს და სპეცრაზმის შეფს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც ეხებათ