აშშ-ს სანქციები არაფერია იმასთან შედარებით, რა ზვავიც "ოცნების" წინააღმდეგ აზვირთდება - ნიკა მელია
ეს არაფერია იმასთან შედარებით, რა ზვავიც აზვირთდება "ოცების" წინააღმდეგ, - ასე აგასებს პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია ხელისუფლების წინააღდეგ აშშ-ს სანქციებს. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უკვე დამარცხებულია და ადრე თუ გვიან ამის აღიარება მოუწევთ.
ეს ჯერ კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რა ზვავიც აზვირთდება სულ მცირე ხანში. „ქართული ოცნების“ ყველა ბიზნესმენ-პოლიტიკოსი, რომელიც პარლამენტში ჰყავთ ან პარლამენტის მიღმა, იქნება დასანქცირებული. მათ ექნებათ მდგომარეობა, როდესაც საფულეში და ჯიბეში არ ექნებათ ელემენტარული მასტერ ბარათი. სანამ ჯერ კიდევ დრო აქვთ, ალბათ, თუ შეძლებენ, გაიაზრებენ თუ ვერ შეძლებენ, მოუწევთ მაინც ამ რეალობის გააზრება. საბოლოო ჯამში, მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი დადმარცხებიან, დამარცხდებიან ივანიშვილთან ერთად, - ამბობს ნიკა მელია.
"ოცნების" დასანქცირებული დეპუტატებიდან არავინ აღიარებს, რომ შტატების შავ სიაში არიან. მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, დიტო სამხარაძე და ზვიად ხარაზიშვილი - 30 დასანქცირებული პირიდან 4-ის ვინაობა უკვე ცნობილია. მედიის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები არა მხოლოდ დეპუტატებს და სპეცრაზმის შეფს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც ეხებათ.