გიორგი ვაშაძე - ვულოცავ ჩვენს მეგობარს მარკ რუტეს, ნატოს გენერალურ მდივნად არჩევას!
“მარკ რუტეს არჩევა, უფრო მეტად გააღრმავებს საქართველო-ნატოს ურთიერთობას” - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სასად ნიდერლანდების ყოფილ პრემიერს და VVD-ს ლიდერს, ნატოს გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს
“ვულოცავ ჩვენს მეგობარს, ნიდერლანდების ყოფილ პრემიერ-მინისტრს და VVD-ს ლიდერს, მარკ რუტეს, ნატოს გენერალურ მდივნად არჩევას!
დარწმუნებული ვარ მისი არჩევა, უფრო მეტად გააღრმავებს საქართველო-ნატოს ურთიერთობას!” - წერს ვაშაძე სოციალურ ქსელში