"ოცნების" ხელისუფლების პირობებში EU-თან ურთიერთობების კუთხით პროგრესი შეუძლებელია - კუბილიუსი

26.06.24 15:42
"ოცნების" ხელისუფლების პირობებში EU-თან ურთიერთობების კუთხით პროგრესი შეუძლებელია - კუბილიუსი

"ოცნების" ხელისუფლების პირობებში EU-თან ურთიერთობების კუთხით პროგრესი შეუძლებელია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საუბრობს. ევროეპუტატის თქმით, "ოცნების" ანტიდასავლური პოლიტიკის საპასუხოდ, ევროკავშირის საქართველოს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სავიზო რეჟიმის დაწესებას და დაფინანსების შეწყვეტას განიხილავს. კუბილიუსი ასევე, ამბობს, რომ ევროკავშირიის სხვადასხვა ინსტიტუტებმა საქართველოსთან მთავრობასთან პოლიტიკური კონტაქტები უკვე შეამცირა. 


საქართველოს ამჟამინდელი მთავრობით, რომელსაც ფარულად ოლიგარქი ივანიშვილი მართავს და მისი ქვეშევრდომობით არის ჩამოყალიბებული „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ჯგუფის ქვეშ, არ არსებობს შანსი, რომ საქართველო შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას და ამ მიმართულებით პროგრესის მიღწევას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეა მინისტრების შეხვედრიდან მოვისმინეთ. ყველა თანხდება წარმოდგენილი შესაძლო ვარიანტების დოკუმენტით, რომ ვერ იქნება პროგრესი მოლაპარაკებების გახსნის კუთხით. განიხილავენ უვიზო რეჟიმის გადახედვასა და დაფინანსების შეწყვეტას. მაგრამ ყველაზე მთავარი მესიჯი ევრკავშირისგან არის ის, რომ ასეთი მთავრობით და ასეთი პოლიტიკით შეუძლებელი იქნება მოლაპარაკებების დაწყება გაწევრიანებაზე საქართველოსთვის. ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებები გახსნა. კონტრასტი უკრაინას, მოლდოვას და ამავდროულად, საქართველოს შორის ძალიან დიდია. სად არის ახლა საქართველო? ეს ძალიან მკაფიო მესიჯია ევროკავშირის მხრიდან. ვხედავ, რომ პოლიტიკური კონტაქტების შემცირების პროცესი ევროკავშირის სხვა დასხვა ინსტიტუტების მხრიდან „ოცნების“ მთავრობასთან უკვე დაწყებულია. ამ მთავრობის პირობებში ევროკავშირთან ურთიერთობების კუთხით პროგრესი შეუძლებელია, - ამბობს კუბილიუსი.  
 

ევროპული საბჭოს გადამწყვეტ სამიტამდე ერთი დღე რჩება.საქართველოს საკითხი ოფიციალურად დღის წესრიგშია.  რა შემზღუდავ ზომებს მიიღებს დასავლეთისგან ოლიგარქის პარტია, წესით, ხვალ გაირკვევა.