არასწორია, რომ ადამიანები, რომლებმაც ძალადობა დაუშვეს, თავისუფლად წავიდნენ და იტალიის სანაპიროებზე დაისვენონ - პუპოლსი "ოცნებაზე"

26.06.24 15:51
არასწორია, რომ  ადამიანები, რომლებმაც ძალადობა დაუშვეს, თავისუფლად წავიდნენ და იტალიის სანაპიროებზე დაისვენონ - პუპოლსი "ოცნებაზე"

ევროპარლამენტარი ანსის პუპოლსი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები სანქციებს ინდივიდუალურად დუაწესებენ. ევროდეპუტატის თქმით, არასწორია, რომ ადამიანებმა, რომლებმაც ქართველი ხალხის მიმართ ძალადობა დაუშვეს, ევროკავშირში სიარული თავისუფლად შეძლონ. პუპოლსი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" საკუთარ შეცდომებს უნდა მიხვდეს. 

რთულია ევროკავშირი სანქციებზე შეთანხმდეს უნგრეთის პოზიციის გამო, რაც ძალიან სამწუხაროა. ვფიქრობ, რომ სანქციებს ევროკავშირის წევრი ცალკეული ქვეყნები ინდივიდუალურად დააწესებენ. მაგალითად, მე აქტიურად მაქვს მოლაპარაკებები ლატვიის მთავრობასთან, რომ გამოიყენონ სანქციები. არასწორია, როდესაც ეს ადამიანები, რომლებმაც ძალადობა დაუშვეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, თავისუფლად წავიდნენ და იტალიის სანაპიროებზე დაისვენონ . საუბარია, ვიზების აკრძალვაზე, რადგან ეს ადამიანები უნდა მიხვდნენ, რომ მათი პოლიტიკა არასწორია. ლატვიას შეუძლია სხვა ქვეყნებსაც უბიძგოს ამ პროცესისკენ  კარგი გადაწყვეტილებაა, რომ ევროპელმა მინისტრებმა ოცნებასთან პოლიტიკური კონტაქტების შემცირების და დახმარების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს, - ამბობს პუპოლსი. 
 

ევროპული საბჭოს გადამწყვეტ სამიტამდე ერთი დღე რჩება.საქართველოს საკითხი ოფიციალურად დღის წესრიგშია.  რა შემზღუდავ ზომებს მიიღებს დასავლეთისგან ოლიგარქის პარტია, წესით, ხვალ გაირკვევა.