გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, არანაირ ალიანსებში შესვლას არ ვაპირებთ - გახარია

24.07.21 15:18
გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, არანაირ ალიანსებში შესვლას  არ ვაპირებთ - გახარია

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" ადგილობრივ არჩევნებზე საკუთარ კანდიდატს დაასახელებს და სხვა პარტიებთან ალიანსში არ შევა. ამის შესახებ პარტიი ლიდერმა, გიორგი გახარიამ ქობულეთში პარტიის ოფისის გახსნის დროს  ჟურნალისტებთან თქვა.

როდესაც თბილისის მერობის კანდიდატზე ვსაუბრობთ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები და რეგიონალური არჩევნების ჭრილში რა თქმა უნდა თბილისის მერის არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, არანაირ ალიანსებში და კოალიციებში შესვლას ჩვენ არ ვაპირებთ, არანაირ სახელს და გვარს მე არ დავასახელებ, ამ ქვეყანაში ყველაფერია შესაძლებელი იმ მიზნის მიზაღწევად, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავალი, რომ დავაღწიოთ როგორმე ამ მოჯადოებულ წრეს თავი", - ამბობს გახარია.

გახარია აჭარაში შეხვედრებს რამდენიმე დღის განმავლობაში გამართავს და პარტიულ ოფისებს გახსნის.

მსგავსი სიახლეები