მდინარაძე ამტკიცებს, რომ ევროკავშირი საქართველოს უსამართლოდ ჩაგრავს

26.06.24 15:58
მდინარაძე ამტკიცებს, რომ ევროკავშირი საქართველოს უსამართლოდ ჩაგრავს

ევროკავშირი საქართველოს უსამართლოდ ჩაგრავს, - ამის შესახებ "ოცნების" დეპუტატი მამუკა მდინარაძე საუბრობს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ სტრატეგიული პარტნიორები საქართველოსთან მიმართებით ყოველტვის ყველა გადაწყვეტილებას აგვიანებდნენ და ასე მოხდება ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაშიც. 

წარსულის გამოცდილება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ყველაფერი ჩვენთვის გვიანდებოდა, რატომღაც საქართველო ყოველთვის უსამართლოდ იჩაგრებოდა. ასე ხდებოდა, რომ პროცესები იწყებოდა ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან უფრო ადრე, ვიდრე საქართველოსთვის ხდებოდა ეს  და შემდეგ ყევლაფერს ვიღებდით მაინც და ხანდახან უფრო არეც კი. ასე ხდებოდა ვიზალიბერალიზაციის შემთხვევაში, ასე მოხდა თავისუფალი ვაჭრობის შემთხვევაში, ასე მოხდა ასოცირების შემთხვევაში, ასე მოხადა კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში, ასე მოხდება მოლაპარაკების შემთხვევაში და ასე მოხდება ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაშიც. ამას თავისი მიზეზები აქვს, ძალიან ბევრი მიზეზი, იმიტომ, რომ ვიღაცას ყოველთვის მოუნდა, რომ საქართველო დაიჩაგროს", - ამბობს მდინარაძე.  
 

ევროპული საბჭოს გადამწყვეტ სამიტამდე ერთი დღე რჩება.საქართველოს საკითხი ოფიციალურად დღის წესრიგშია.  რა შემზღუდავ ზომებს მიიღებს დასავლეთისგან ოლიგარქის პარტია, წესით, ხვალ გაირკვევა.