მდინარაძე ამტკიცებს, რომ საქართველო NATO-თან ასე ახლოს ჯერ არასდროს ყოფილა

26.06.24 16:19
მდინარაძე ამტკიცებს, რომ საქართველო  NATO-თან ასე ახლოს ჯერ არასდროს ყოფილა

"ოცნების" დეპუტატი ამტკიცებს, რომ საქართველო  NATO-თან ასე ახლოს ჯერ არასდროს ყოფილა. ამის მიუხედავად, ალიანსის სამიტზე საქართველოს პრემიერს მიწვევა ჯერ არ მიუღია. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამბობს, რომ საქართველო თავისვიე კონსტიტუციით გასაზღვრულ გზას ადგას და ეს სწორია. 

ყოველთვის საუბრობენ იმაზე, რომ ნატო შორდება საქართველოს და მთავარი კონტრიბუტორები ვართ ამ დროს ნატოსთან მიმართებაში არაწევრ ქვეყნებს შორის. სისხლი გავიღეთ, რამდენიმე ათეული ადამიანი დავკარგეთ, რამდენიმე ასეული ადამიანი შშმ პირი გახდა მშიდობისთვის ბრძოლაშ ნატოს ჯარების მხარდამხარ. საქართველო დღეს როგორც არის ნატოსთან ახლოს, და ეს ნატოს გენერალურმა მდივანმაც აღნიშნა, არასდროს ყოფილა. შესაბამისად, ჩვენ ჩვენს გზას ვადგავართ, ჩვენი გზა არის საქართველოს კონსტიტუციით გასაზღვრული, - მაბობს მდინარაძე. 

NATO-ს სამიტზე მიწვევა საქართველოს პრემიერს ჯერ არ მიუღია. 9 ივლისს ვაშინგტონში პრემიერის მიწვევის შესახებ არაფერს ამბობს არც საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

ამის მიუხედავად, ცნობილია, რომ ნატოს სამიტზე საქართველო მიწვეულია და მოწვევებიც უკვე გაგზავნილია, თუმცა ვინ იდგება მსოფლიო ლიდერების გვერდით, ჯერჯერობით უცნობია.