ხმაური პარლამენტში - "ოცნება" ცესკოს საკითხზე ვეტოს დასაძლევად ემზადება
ცესკოს მიტაცების სპეცოპრაცია დღეს ოფიციალურად გაფორმდება. "ქართული ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. არ ითვალისწიენებენ არც ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას და არც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს. უფრო მეტიც, დღეს "ოცნებას" კრიტიკის მოსმენაც კი არ უნდოდა. ოლიგარქის პარტიას ნერვებმა მას შემდეგ უმტყუნა, რაც საპარლამენტო ტრიბუნიდან პრეზიდენტის მდივანმა პირდაპირ თქვა, რომ ცესკო "ქართული ოცნების" სამსახურშია.
იმ პირობებში, როცა არ არსებობს მოთხოვნა კვალიფიციური უმრავლესობით თავმდჯომარის კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებით, ეს არსებიტად ნიშნავს, რომ თავმდჯომარე მმართველ პარტიას წარმოადგენს. იგივე შეიძლება ითქვას ე.წ. პროფესიულ წევრებთან დაკავშირებით, რომელტა არჩევის პროცედურაც მსგავსია. შედეგად ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, დგინდება, რომ გადაწყვეტილებები შესაძლებელია მიღებული იქნას პარტიებს შორის ყოველგვარი კონსესუსის გარეშე. ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯიდან ერთი უკავშრდება საარჩევნო საკითხებს. საქართველომ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი განსაკუთრებით 2024 წელს და სრულად გაითვალისწინოს ეუთო-ოდირის რეკომენდაციები, - თქვა გიორგი მსხილაძემ.
მსხილაძის საპასუხოდ "ოცნების" ეპუტატები სიტყვით გამოსვლისას ერთმანეთს ტაშით ამხნევებდნენ. მამუკა მდინარაძემ გიორგი მსხილაძეს დღეს კითხვებზე პასუხები რეგლამენტის დარღვევით მოსთხოვა. მან პრეზიდენტის საპრლამენტო მდივანს კითხვები მაშნ დაუსვა, როცა ის ტრიბუნასთან უკვე აღარ იდგა და პასუხსაც ვერ გასცემდა.
უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება, პრობლემა რაშია? თქვენ შეილება თქვათ, რომ ლეგიტიმაციის ხარისხი იკლებს, ამაზედაგისვეს შეკიტხვა, როგორ იკლებს? რამდენით იკლებს? 10%-ით იკლებს, 99%-ით იკლებს? - თქვა მამუკა მდინარაძემ.
"ქართული ოცნების" კიდევ ერთმა დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ გიორგი მსხილაძე ენმ-ს ლობირებაში დაადანაშაულა.
თქვენ, გასაგებია, რომ ლობირებთ კონკრეტულ ძალას, ნაციონალურ მოძრაობას და მათთან აფილირებულ ენჯეობს მათ დაკვეთას ასრულებთ ახლა, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, ომ პატივსაც არ გცემენ იმდენად, რომ მობრძანებულიყვნენ და მხარი დაეჭირათ დასწრებით მაინც, - თქვა ბექა ოდიშარიამ.
ხელისუფლება გააკრიტიკა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ, რომელმაც მმართელ პარტიას "კომკავშირი" უწოდა.
აქ კონსესუსი არ ესმით, იმიტომ, რომ არც დემოკრატია არ ესმით და კომკავშირს აწვებიან ძირითადად. „ქართული ოცნება“ რომ კომკავშირს ემსგავსება, აქაც ჩანს. ერთპარტიული გადდაწყვეტილებები ნდობის კუთხით, მითუფრო წინა ისტორიები არჩევნებთან ადკავშირებით რომ გვახსოვს,რას საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, თორემ ამათ რომ ძალაუფლების უზურპაცია უნდათ, ეს უკვე გასაგებია, - თქვა აქუბარდიამ.
"ქართულმა ოცნებამ" ცესკოში ერთადერთი ოპოზიციური თანამებობა გააუქმა. მმართელმა გუნდმა ცესკოში გააუქმა ასევე საკონსულტაციო საბჭო და მათი გააწყვეტილებით, ცესკოში გადაწყვეტილებებს მიირებს მხოლოდ და მხოლოდ მმართველი გუნდის მიერ არჩეული უპარტიო წარმომადგენლები.