სასიხარულო ამბავია, რომ ნატოს ახალი გენერალური მდივანი გახდა ძლიერი ლიდერი მარკ რუტე - ბადრი ჯაფარიძე

26.06.24 16:38
სასიხარულო ამბავია, რომ ნატოს ახალი გენერალური მდივანი გახდა ძლიერი ლიდერი მარკ რუტე - ბადრი ჯაფარიძე

სასიხარულო ამბავია, რომ ნატოს ახალი გენერალური მდივანი გახდა ძლიერი ლიდერი მარკ რუტე - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ მარკ რუტეს ლიდერობით, ნატო კიდევ უფრო გააძლიერებს მისი, როგორც თავისუფლების და დემოკრატიის დამცველის და მშვიდობის გარანტის როლს ნატოს პარტნიორი ქვეყნებისთვის.

სასიხარულო ამბავია, რომ ნატოს ახალი გენერალური მდივანი გახდა ძლიერი ლიდერი მარკ რუტე, რომელიც ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო და “ლელოს”  პარტნიორი პარტიის - ნიდერლანდების “თავისუფლების და დემოკრატიის სახალხო პარტიის, “ VVD-ის გენერალური მდივანი 2023 წლამდე. 
დარწმუნებული ვარ, რომ მარკ რუტეს ლიდერობით, ნატო კიდევ უფრო გააძლიერებს მისი, როგორც თავისუფლების და დემოკრატიის  დამცველის და მშვიდობის გარანტის როლს ნატოს პარტნიორი ქვეყნებისთვის ! 
საქართველოსთვის ნატო არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს, არჩევნებზე "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ექნება მარკ რუტეს დიდი მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანების გზაზე", - წერს ბადრი ჯაფარიძე.