გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი, მისი გადასაწყვეტია - გახარია

24.07.21 16:09
გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი, მისი გადასაწყვეტია - გახარია

"გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი, მისი გადასაწყვეტია",- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს უპასუხა კითხვაზე, უნდა გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშილი.

გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი, მისი გადასაწყვეტია. ეს ყველა ადამიანის, მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირის მორალური პასუხისმგებლობაა თავისი მოქალაქეების და მხარდამჭერების წინაშე - მე ჩემი გადაწყვეტილება მივიღე, ღარიბაშვილმა თავისი გადაწყვეტილება მიიღოს.

ნებისმიერი ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, აქ მრავალწერტილი და „მაგრამ“ არ არსებობს. აქ არის ჩვეულებრივი წერტილი. რაც შეეხება ჩვენი პარტიის ხედვას, სამწუხაროდ, ჩემთვის უდიდესი იმედგაცრუებაა, რომ ვხედავთ გარემოს, სადაც „ოცნების“ დღევანდელი ბოსები და „ნაციონალური მოძრაობა“ შეხმატკბილებულად ასაზრდოებენ ერთმანეთს. ისინი უკიდურესი ძალადობისკენ მოუწოდებენ მომხრეებს. ეს ჩვენთვის მიუღებელია. ზოგმა ვერ გაიგო რას ნიშნავს, როდესაც პარტია „საქართველოსთვის“ ამბობს, რომ ჩვენ უნდა დავამარცხოთ „ნაცმოძრაობა“, დიახ, ის ესთეტიკა ძალადობის, რაზეც უარი არ იყო ნათქვამი, უნდა დავამარცხოთ. მაგრამ „ოცნების“ შემთხვევაში უნდა დავამარცხოთ არაკომპეტენტურობა და უსუსურობა, რომელიც ამ პარტიას და დღეს მის ხელმძღვანელობას ახასიათებს. ეს ასაზრდოებს ძალადობას“,-  თქვა  გახარიამ.