ოპოზიცია ბოიკოტით საკუთარ ამომრჩეველს ღალატობს - ვოლსკი

26.06.24 17:44
ოპოზიცია ბოიკოტით საკუთარ ამომრჩეველს ღალატობს - ვოლსკი

ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში პირველი ანგარიშის წარსადგენად ემზადება - მთავრობის მეთაურის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში პარასკევს არის დადგმილი, თუმცა ირაკლი კობახიძეს, სავარაუდოდ, მხოლოდ "ქართული ოცნება" მოუსმენს, რადგან ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია გადასული და რუსული კანონის გაპროტესტების შეწყვეტას არც პრემიერის გამო არ აპირებს.

"ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიცია თავისი გადაწყვეტილებით საკუთარ ამომრჩეველს ღალატობს. 

ეს არ არის არავითარი ბოიკოტი. ამის კონსტიტუციური უფლება აქვთ რასაკვირველია, მაგრამ თავისივე ამომრჩეველს ღალატობენ, როდესაც არ არიან ჩართულები საპარლამენტო საქმიანობაში და ხელფასს იღებენ საბოტაჟის მიუხედავად", - ამბობს გია ვოლსკი.