უსუსურობის მორიგი დემონსტრაცია - ღუდუშაური ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტზე

26.06.24 17:48
უსუსურობის მორიგი დემონსტრაცია - ღუდუშაური ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტზე

უსუსურობის მორიგი დემონსტრაცია - ასე აფასებს ოპოზიციის ნაწილის საპარლამენტო ბოიკოტს "ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური.

ეს ბოიკოტი არ არის. ეს არის მათი უსუსურობის მორიგი დემონსტრაცია სინამდვილეში. არათუ უჭირთ რეალურად საგნობრივ დისკუსიაში შემოსვლა ჩვენთან და მთავრობის ხელმძღვანელთან, არამედ პირწმინდად, 10:0-ს წააგებდნენ და მათ ეს კარგად ესმით, რომ მათი უსუსურობის დემონსტრირების მორიგი ფაქტი იქნება, რასაც გაურბიან", - ამბობს ალუდა ღუდუშაური.

ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში პირველი ანგარიშის წარსადგენად ემზადება - მთავრობის მეთაურის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში პარასკევს არის დადგმილი, თუმცა ირაკლი კობახიძეს, სავარაუდოდ, მხოლოდ "ქართული ოცნება" მოუსმენს, რადგან ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია გადასული და რუსული კანონის გაპროტესტების შეწყვეტას არც პრემიერის გამო არ აპირებს.