იმის მანიშნებელია, რომ "ოცნებას" სათქმელი არაფერი აქვს - მაქარაშვილი ქალაქში გამოჩენილ პოსტერებზე

24.07.21 17:02
იმის მანიშნებელია, რომ "ოცნებას" სათქმელი არაფერი აქვს - მაქარაშვილი ქალაქში გამოჩენილ პოსტერებზე

სამოქალაქო აქტივისტი, "სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა მაქარაშვილი თბილისში ათასობით იმ პოსტერის გაკვრას ეხმაურება, რაზეც ჟურნალისტების მადისკტრედიტირებელი ფოტოებია გამოსახული. მაქარაშვილი შერჩევით სამართალზე საუბრობს და ხაზს უსვამს,  რომ  როცა აქტივისტები მთავრობის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად სტენსილებს იყენებენ, პოლიცია მათ დიდ ჯარიმებს უწერს.

ეს არის იმის მანიშნებელი, რომ არაფერი აქვს სათქმელი "ქართულ ოცნებას" ამომრჩევლისთვის, წინასაარჩევნოდ კიდევ ერთხელ შეეცდებიან, რომ ის ადამიანები, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის, იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ,  მათი გაშავებით მოიპოვონ პოლიტიკური დივიდენდები. ჩვენ წუთების ინტერვალით გვაჯარიმებენ და 1500 და 2000 ლარია ხოლმე ჯარიმა, ნახეთ რომ ათობით ათასი პლაკატია გაკრული მთელი ქვეყნის მასშტაბით და ისიც სასაცილოა, რომ მერია ამბობს, რომ არ ყოფილან არ გაუკრავთ თავის მართლება დაიწყეს", - ამბობს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.

მსგავსი სიახლეები