კობახიძეს, რომელიც წარმოადგენს რუსეთს, რატომ უნდა მოვუსმინოთ? - სამადაშვილი
კობახიძეს, რომელიც წარმოადგენს რუსეთს, რატომ უნდა მოვუსმინოთ? - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა და თქვა, რომ ოპოზიციის პარლამენტში საქმიანობის გაგრძელბას აზრი არ აქვს, რადგან რუსული კანონის მიღებით "საბოლოოდ გაფორმდა რუსული რეჟიმი"
ჩვენ ამოვწურეთ ყველანაირი რესურსი, რომ რუსული უმრავლესობის პირობებში საქართველოს პარლამენტში ქართველი ხალხისთვის რაიმე შედეგს მივაღწიოთ. რუსული კანონის მიღებით საბოლოოდ გაფორმდა რუსული რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში და რუსული რეჟიმის პირობებში პარლამენტში საქმიანობას აზრი არ აქვს. კობახიძეს, რომელიც წარმოადგენს რუსეთს და არა საქართველოს და ქართველ ხახლს, რატომ უნდა მოვუსმინოთ? რა შეიძლება მე მას ვკითხო? როდის დადო ხელშეკრულება რუსეთთან, მათი ინტერესების დასაცავად ჩვენს ქვეყანაში?"- ამბობს სალომე სამადაშვილი.
ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში პირველი ანგარიშის წარსადგენად ემზადება - მთავრობის მეთაურის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში პარასკევს არის დადგმილი, თუმცა ირაკლი კობახიძეს, სავარაუდოდ, მხოლოდ "ქართული ოცნება" მოუსმენს, რადგან ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია გადასული და რუსული კანონის გაპროტესტების შეწყვეტას არც პრემიერის გამო არ აპირებს.