"ბოიკოტი არის "ქართული ოცნების" წისქვილზე წყლის დასხმა" - რომან გოცირიძე

26.06.24 18:05
"ბოიკოტი არის "ქართული ოცნების" წისქვილზე წყლის დასხმა" - რომან გოცირიძე

"ბოიკოტი არის "ქართული ოცნების" წისქვილზე წყლის დასხმა" - "ევროოპტიმისტების" ლიდერი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტი სისულელეა, რადგან ეს მხოლოდ მმართველ გუნდს აწყობს.

"ქართულ ოცნებას" ბოიკოტი აწყობს, ვინაიდან ამ ბოიკოტის პერიოდში ისინი თავს კომფორტულად გრძნობენ, კრიტიკა არ ესმით. ოპოზიცია როგორც კი შევა, იწყება მუშტი-კრივი, ცემა, გინება, ოღონდ არ შევიდეთ. ბოიკოტი არის სისულელე. ბოიკოტი არის "ქართული ოცნების" წისქვილზე წყლის დასხმა", - აცხადებს რომან გოცირიძე. 

ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში პირველი ანგარიშის წარსადგენად ემზადება - მთავრობის მეთაურის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში პარასკევს არის დადგმილი, თუმცა ირაკლი კობახიძეს, სავარაუდოდ, მხოლოდ "ქართული ოცნება" მოუსმენს, რადგან ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია გადასული და რუსული კანონის გაპროტესტების შეწყვეტას არც პრემიერის გამო არ აპირებს.