როცა ჩვენ ვაკრავთ ქუჩებში პოსტერებს, გვაჯარიმებენ და გვაკავებენ - რუხაძე პოსტერების გამოჩენაზე

24.07.21 17:17
როცა ჩვენ ვაკრავთ ქუჩებში პოსტერებს, გვაჯარიმებენ და გვაკავებენ - რუხაძე პოსტერების გამოჩენაზე

სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ რუხაძე თბილისში ათასობით პოსტერის გაკვრას ეხმაურება, რასაც ჟურნალისტებისა და აქტივისტების მადისკტრედიტირებელი ფოტოებია გამოსახული. რუხაძის აზრით, ამ ყველაფრის უკან ხელისუფლება დგას. ნოდარ რუხაძე ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როცა პროტესტის ამ ფორმას სამოქალაქო აქტივისტები მიმართავენ, პოლიცია მათ აჯარიმებს.

როდესაც ჩვენ ვაკრავთ ქუჩებში პოსტერებს და სტიკერებს, ყოველთვის რეაგირება არის მყისიერი, გვაჯარიმებენ 2 ათასი ლარით, გვაკავებენ, შემდეგ ცდილობენ, რაღაცნაირი იმიტირებული სასამართლო პროცესებით ეს ყველაფერი ძალიან მალე მიჩქმალონ და ეს არის სადამსჯელო ოპერაცია, სადამსჯელო მექანიზმი სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ, მაგრამ იგივეს ვერ ვხედავ როცა ჩვენი გაშავების მიზნით გამოკრული პოსტერები გვხვდება ქუჩაში.

ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან არის წახალისებული და შეიძლება დაორგანიზებულიც კი ის აქტივოები, რომელიც დღეს ჩვენ თბილისის ქუჩებში ვნახეთ", - ამბობს ნოდარ რუხაძე.

პოსტერები  თბილისის ქუჩებში დილიდან გამოჩნდა. ხელისუფლების დაკვეთით მთელი ღამე აკრავდნენ ჟურნალისტების მადისკრედიტირებელ პოსტერებს, მასზე  კრიტიკული  ტელევიზიის წარმომადგენლები არიან გამოსახული.