სანქციების ეფექტი - ვინ იდგება ნატოს სამიტზე საქართველოდან მსოფლიო ლიდერების გვერდით?

26.06.24 20:16
სანქციების ეფექტი - ვინ იდგება ნატოს სამიტზე საქართველოდან მსოფლიო ლიდერების გვერდით?

 

პრეზიდენტი თუ პრემიერი? -  ვინ იდგება ნატოს სამიტზე მსოფლიო ლიდერების გვერდით? ირაკლი კობახიძეს შტატებიდან მიწვევა ჯერ არ მიუღია, რაც შესაძლოა, სანქციების პირველი ეფექტი იყოს.  პარტნიორებმა, სავარაუდოდ, ამ ფორმით უკვე დაიწყეს  "ოცნების"  ხელისუფლების იზოლაციაში მოქცევა. ამიტომ არ არის გამორიცხული, ჩრდილ ატლანტიკური ალიანსის სამიტზე პრემიერის ნაცვლად, საქართველოს პრეზიდენტი წავიდეს.

პრემიერის  გარდა, სანქციების პირველ ეფექტს მალე იგრძნობენ  სხვები. მათ შორის უმრავლესობის ლიდერი  მამუკა მდინარაძეც, თუ ის ამერიკული ვიზის აღებას გადაწყვეტს.  მას შემდეგ, რაც მდინარაძეს შავი სიის ამბავი წამოეწია,  რიტორიკა შეცვალა. ჯერ განმარტება ითხოვა, რატომ დაასანქცირეს, შემდეგ თავი თავისუფლებას შეწირულ პოლიტიკოსად  წარადგინა და ბოლოს თქვა, რომ ამერიკასთან მეგობრობა უნდა.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.