ორკესტრირებული და მიზანმიმართული შეტევა მედიაზე - "საია" თბილისში გამოჩენილ პოსტერებზე

24.07.21 17:25
ორკესტრირებული და მიზანმიმართული შეტევა მედიაზე - "საია" თბილისში გამოჩენილ პოსტერებზე

"საიას" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი თბილისში გამოჩენილი მადისკრედიტირებელი პოსტერების უკან ხელისუფლების კვალს ხედავს. სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის  მიზანმიმართული შეტევა დამოუკიდებელ  მედიაზე.

ერთგვარად არის გარკვეული წახალისებასავით იმ ძალადობის რაც უკვე ხდებოდა და ეს არის ორკესტრირებული და მიზანმიმართული შეტევა მედიაზე, სწორედ იმისთვის, რომ საზოგადოებაში მათი დისკრედიტაცია მოხდეს და მათ მიმართ სიძულვილი გაჩნდეს", - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

პოსტერები  თბილისის ქუჩებში დილიდან გამოჩნდა. ხელისუფლების დაკვეთით მთელი ღამე აკრავდნენ ჟურნალისტების მადისკრედიტირებელ პოსტერებს, მასზე  კრიტიკული  ტელევიზიის წარმომადგენლები არიან გამოსახული.  

მსგავსი სიახლეები