საქართველოს პრეზიდენტი დღეს საქართველო-პორტუგალიის მატჩს დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი დღეს დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ გელზენკირხენში ევროპის ჩემპიონატზე საქართველო - პორტუგალიის მატჩს დაესწრება და ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებს.
საქართველოსა და პორტუგალიის ისტორიულ დაპირისპირებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. გელზენკირხენში ვილი სანიოლის გუნდი გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს და თან, ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან.
საქართველო-პორტუგალიის მატჩი თბილისის დროით ზუსტად 11 საათზე დაიწყება.