ვრწმუნდები, რომ გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ სწორი იყო - გახარია

24.07.21 17:40
ვრწმუნდები, რომ  გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ სწორი იყო  - გახარია

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, ექსპრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ სწორი იყო,რადგან რეგიონში არსებულ პრობლემებს თანამდებობაზე ყოფნის დროს ნაკლებად ამჩნევდა.

რეგიონებში სიარულის შემდგომ სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ  გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ იყო სწორი. უბრალოდ მომეცა შესაძლებლობა მაინც თანამდებობაზე რომ ხარ როგორც ჩანს ადგილობრივი ხელისუფლება იმ გზებით გატარებს, რომელიც უნდა და Google Map-ით რომ დადიხარ სულ დანგრეულ გზებზე გიწევს სიარული და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს", - თქვა გახარიამ აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.