საქართველოსა და პორტუგალიის პრეზიდენტები საფეხბურთო მატჩზე

27.06.24 11:55
საქართველოსა და პორტუგალიის პრეზიდენტები საფეხბურთო მატჩზე

საქართველოსა და პორტუგალიის პრეზიდენტები, სალომე ზურაბიშვილი და მარსელო რებელო დე სოუზა საფეხბურთო მატჩზე - ფოტოს სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი აქვეყნებს. 

გელზენკირხენში, აუფშალკე არენაზე საქართველო-პორტუგალიის მატჩის პირველი ტაიმი ანგარიშით 1:0 დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ მე-2 წუთზე, გიორგი მიქაუტაძის პასით გოლი გაიტანა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა.

სტადიონი ქართველი გულშემატკივრებით არის სავსე, ფრიალებს საქართველოს ეროვნული დროშები, ისმის ქართული შეძახილები.