კერძო ბიზნესებშიც არიან ჩარეული - გახარია "ოცნებას" ტერორში ადანაშაულებს

24.07.21 17:53
კერძო ბიზნესებშიც არიან ჩარეული - გახარია "ოცნებას" ტერორში ადანაშაულებს

ექსპრემიერი გიორგი გახარია ყოფილ თანაპარტიელებს ბიზნესის ტერორში ადანაშაულებს. გახარია ამბობს, რომ  მმართველი პარტია კერძო ბიზნესის საქმეშიც ერევა და პოლიციას მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს.

რიგითი ადამიანები, საჯარო მოხელეეები მათ შორის, გამოხატავენ ელემენტარულ სიმპათიას ჩვენ მიმართ, სახელმწიფო მანქანა მაშინვე იწყებს მუშაობას, რამდენიმე შემთხვევა ხდება ბოლო პერიოდში როცა კერძო ბიზნესებშიც არიან ჩარეული, ჩემთვის დიდი იმედგაცრუებაა ამაზე არასოდეს მილაპარაკია და სპეციალურად ამაზე არაფერს არ ვიტყვი, ჩვენ არავის არ გვეშინია. უბრალოდ იმედგაცურებაა ის, როდესაც "ოცნება" ზუსტად იგივე ინსტრუმენტებს იყენებს, რასაც 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობა" უკეთებდა მას. შემოსავლების სამსახურს, სუს-ს, პოლიციას იყენებს მოქალაქეების წინააღმდეგ", - ამბობს გახარია.