ვულოცავ საქართველოს! არა მხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში… შემართებით - პრეზიდენტი

27.06.24 01:58
ვულოცავ საქართველოს! არა მხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში… შემართებით - პრეზიდენტი

ვულოცავ საქართველოს! არა მხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში… შემართებით - საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს.

ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც რწმენა, მიზანდასახულება, დაუზოგავი თავგანწირვა და გამარჯვების ჟინია იქ გამარჯვებაცაა! გილოცავთ ყველას! ვულოცავ საქართველოს … არა მხოლოდ ვიგებთ შევდივართ ევროპაში …შემართებით!"- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. 

პირველი და ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია.

პირველ ტაიმში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში 11 მეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ.