"ოცნება" პოლიტიკური ვერდიქტის მოლოდინშია - აშშ-ის შემდეგ, ივანიშვილის ხელისუფლებას პასუხი ევროკავშირმა უნდა გასცეს

27.06.24 12:01
"ოცნება" პოლიტიკური ვერდიქტის მოლოდინშია - აშშ-ის შემდეგ, ივანიშვილის ხელისუფლებას პასუხი ევროკავშირმა უნდა გასცეს

"ქართული ოცნება" პოლიტიკური ვერდიქტის მოლოდინშია - ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ივანიშვილის ხელისუფლებას პასუხი ევროკავშირმა უნდა გასცეს.

დღეს ბრიუსელში უნდა გადაწყდეს, რა ფასის გადახდა მოუწევს ივანიშვილის პარტიას ანტიდასავლური განცხადებებისა და რუსული კანონის მიღების გამო. სულ რამდენიმე წუთში დაიწყება ევროპული საბჭოს სამიტი, სადაც  ევროკავშირის ყველა ქვეყნის ლიდერი შეიკრიბება და იმსჯელებს იმ სადამსჯელო ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ უნდა გატარდეს.

მოლაპარაკებების მაგიდაზე რამდენიმე მძიმე ვარიანტი დევს. საქმე ეხება "ოცნების" წევრებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებას და დიპლომატიური პასპორტების ჩამორთმევას. ასევე მოსალოდნელია, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიერ შეცვლილი საგარეო კურსის გამო, ფინანსური და სამხედრო დახმარება გაიყინოს.