საფრანგეთის საელჩო: ქართული ფეხბურთი იმსახურებს ადგილს გრანდებს შორის

27.06.24 13:17
საფრანგეთის საელჩო: ქართული ფეხბურთი იმსახურებს ადგილს გრანდებს შორის

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მერვედფინალის ისტორიული საგზურის მოპოვებას ულოცავს.

ქართული ფეხბურთი იმსახურებს ადგილს გრანდებს შორის! -  წერს საელჩო. 

„ბრავო! ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს არაჩვეულებრივ თამაშს ევრო 2024-ზე და მერვედფინალის ისტორიული საგზურის მოპოვებას!

ბედნიერები ვართ, რომ ეს ლამაზი ევროპული თავგადასავალი გრძელდება ქართველი მოთამაშეებისა და გულშემატკივრებისთვის.

ქართული ფეხბურთი იმსახურებს ადგილს გრანდებს შორის!“,- აცხადებენ საელჩოში.