0 მომხრე - 63 წინააღმდეგი - "ოცნებამ" პრეზიდენტის ვეტო დაძლია
0 მომხრე - 63 წინააღმდეგი - საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებთან დაკავშირებით "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
ცესკოს მიტაცების სპეცოპერაცია დღეს ოფიციალურად გაფორმდა. ივანიშვილის ხელისუფლებამ არც ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა და არც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების თანახმად, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო პერიოდით, არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში იქმნება, არ უნდა გაუქმდეს. ამასთანავე, კოდექსში არ უნდა შევიდეს ცვლილება ე.წ. ანტიჩიხური მექანიზმის თაობაზე, რომლის თანახმად, თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.