გისვამთ კითხვას - საქართველოს მთავრობავ, მიიწევთ თუ არა ევროპისკენ - მძიმე შეფასებები ევროსაბჭოს სხდომაზე
ევროსაბჭოს სხდომაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს. საგანგებო შეკრებაზე სავარაუდოდ საქართველოს შესახებ ახალ რეზოლუციასაც დაამტკიცებენ.
საქართველო თავს არიდებს ევროკავშირის რეფორმები შესრულებას
დემოკრატიის გამოწვევები საქართველოში - ასე ეწოდება დოკუმენტს, რომელშიც საუბარია რუსულ კანონზე და რომ ამ კანონით საქართველომ გადაუხვია ევროკავშირის გზიდან.
გავლენიანი პოლიტიკოსების შეფასებით, ეს კანონი სრულად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს.
ამ კანონს ფინანსურ გამჭვირვალობასთან კავშირი არ აქვს, საქართველოს ისედაც აქვს შესაძლებლობა ლობირების რეგულირება მოახდინოს, არ არსებობს საიდუმლო უცხო ჩარევები, მაგრამ ხდება ბიძგის მიცემა შეუსაბამო კონტროლისა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ, საქართველომ ეს კანონი უნდა გაიწვიო, უნდა დავგმოთ ძალის და დაშინების კამპანია ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ რომლის გამოძიებაც კი არ მიმდინარეობს, რაც ახალისებს ასეთ ძალადობას, კანონის მიღება არ არის ერთადერთი ნიშანი იმისა, რომ საქართველო თავს არიდებს ევროკავშირის რეფორმები შესრულებას, ეს არის საარჩევნო კანონი და სასამართლო სისტემის პრობლემაც, განსაკუთრებით ადამიანთა უფლებების მიმართულებით, ცოტა ხნის წინ, საქართველო მოგვყავდა როგორც მაგალითი რეგიონში, როგორც რეფორმატორი ქვეყანა, თუმცა მოვლენების განვითარებამ შეგვიცვალა აღნიშნული აღქმა, საქართველოს გააჩნია შესაძლებლობა დაძლიოს გამოწვევები რომელიც მის წინაშე დგას, და შეუძლია, აღიაროს მოსახლეობის სწრაფვა დემოკრატიისადმი"- აცხადებს ედიტ ესტრელა.
გამჭვირვალობის კანონი არ შეიძლება საარჩევნო პროცესების გარეშე დავინახოთ, არჩევნები რეფერენდუმია საქართველოს დემოკრატიული გზისა, ამ კანონს ექნება უარყოფითი ზეგავლენა არჩევნებზე, ამან შეიძლება ჩრდილი მიყენოს არჩევნების ლეგიტიმურობას, მიუხედავად ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისა იყო მიღებული დამატებები კანონთან მიმართებაში რომელმაც გამოიწვია ცვლილებები ცესკოსთან მიმართებაში, შეიძლება მოხდეს კონტროლი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებზე, თუმცა პოზიტივს ვინარჩუნებთ საქართველოს მოქალაქეების შეუპოვრობის გამო, ხელისუფლებამ ქართველ ხალხს უნდა მოუსმინოს ევროპულ ოჯახში გასაწევრიანებლად, გისვამთ კითხვას საქართველოს მთავრობავ აპირებთ თუ არა და მიიწევთ თუ არა ევროპისკენ"- თქვა კიდევ ერთმა გამომსვლელმა.